ჩვენ გთავაზობთ ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს სამომავალო წარმატებებს!
ედუ გეითი
ჩვენს შესახებ
📖ედუ გეითი - არის სასწავლო-მოსამზადებელი ცენტრი, თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება სრულად განავითარონ თავიანთი პოტენციალი ხარისხიანი პროგრამებისა და გამოცდილი მასწავლებლების მეშვეობით. 👩🎓ჩვენი გუნდი აერთიანებს 30 პროფესიონალ მასწავლებელსა და ლექტორს. 🟡ცენტრი გთავაზობთ როგორც სააუდიტორიო, ასევე დისტანციურ ონლაინ გაკვეთილებს ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით. 🟡გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ კურსებს. გვაქვს სტანდარტული და ასევე ინტენსიური კურსები. 🟡 ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე კადრებით, რომლებიც თანამედროვე მეთოდიკითა და ინოვაციური მიდგომებით მოამზადებენ ნებისმიერ მსურველს. 🟡 სწავლების პარალელურად, ცოდნის შემოწმებისა და გაღრმავების მიზნით, ინტენსიურად ჩატარდება მრავალფეროვანი დამატებითი აქტივობები: იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები; ტესტირებები; ოლიმპიადები; საჯარო ლექციები და დისკუსიები, რომლებსაც გაუძღვებიან მოწვეული ლექტორები.
რატომ EduGate?
ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ წამყვანი სასწავლო ცენტრი, სადაც ყველა სტუდენტი იპოვის საკუთარ გზას სრულყოფილებისა და წარმატებისკენ.
ჩვენი სასწავლო ცენტრი დაარსებულია განათლების ხელმისაწვდომობისა და გავრცელების მიზნით. ,,ედუ გეითი" გადაიქცა სანდო სასწავლო - მოსამზადებელ ცენტრად, რომელიც ემსახურება სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და ნებისმირი ზრდასრული ასაკის მოსწავლეებს, თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით. აქ დაგხვდებათ საქმიანი და მეგობრული გარემო, მრავალფეროვანი პროგრამებითა და კვალიფიციური, შედეგზე ორიენტირებული მასწავლებლებითა და ლექტორებით.
ინოვაცია, პასუხისმგებლობა, შედეგზე ორიენტირებულობა, სრულყოფილება, პატიოსნება, და პატივისცემა თითოეული მოსწავლის მიმართ.
მზად ხარ დასაწყებად?
შემოგვიერთდი და გახსენი კარიბჭე ახალ შესაძლებლობებისკენ